ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში - შეფასებები

17 თებერვალი 2020, 18:26 1479 ნახვა

ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, რომ ექნება ეს თავიდანვე არავის დაუმალავს.  მმართველი პარტიისთვის ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდება. ამტკიცებენ, რომ გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან. ხვალ, პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად სირცხვილის დერეფნები მოეწყობა და გაიმართება საპროტესტო აქცია, მისი კანდიდატურის დამტკიცების წინააღმდეგია ყველა ოპოზიციური პარტია, ამბობენ, რომ გარდაუვალია ის, რომ შოთაძე  იქნება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებელი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში