ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 770-ს მიაღწია

17 თებერვალი 2020, 13:57 1581 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რიცხვმა 70 ათას 548 ადამიანს მიაღწია. დაავადებამ 1770 ადამიანი იმსხვერპლა. მონაცემებს  ჩინეთის  ჰიგიენისა და ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.  

გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2  ათას 48 ადამიანით გაიზარდა, დაიღუპა 105 პაციენტი. მათგან დაავადების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში დაიღუპა 100, ჰენანში  სამი და გუანდუნის პროვინციაში ორი ადამიანი.  ქვეყნის  საავადმყოფოებში ამჟამად  57 ათას 934 ადამიანი მკურნალობს, მათგან 10 ათას 600 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  

თითქმის 11 ათასი ადამიანი განიკურნა და გაწერილია სამედიცინო დაწესებულებებიდან.  ჩინეთის ფარგლებს გარეთ  ინფიცირებულია 778 ადამიანი. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 5 ადამიანს მიაღწია. ლეტალური შემთხვევები იაპონიაში, ჰონგ კონგში, საფრანგეთში, ტაივანსა და ფილიპინებზე დაფიქსირდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში