რამდენიმე წუთის წინ, საფეხბურᲗო კლუბმა ქობულეთის "შუქურამ" განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბაქოში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა ახალწვეულებმა - გიორგი ჯანელიძემ და გურამ ადამაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს, საფეხბურთო კლუბი ქობულეთის "შუქურა" წარმატებებს უსურვებს მათ კარიერაში" - წერია საფეხბურთო კლუბ "შუქურას"ფ ოფიციალურ გვერდზე.
გიორგი ჯანელიძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. უცნობია ქუთაისში გეგმავს თუ არა გურამ ადამაძე წასვლას.