"ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა" - არმაზ ახვლედიანი 

14 თებერვალი 2020, 21:29 2123 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, არმაზ ახვლედიანი პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. წერილს კი, უცვლელად გთავაზობთ;

,,ივანიშვილის მიერ აჭარის ტელევიზიის დამორჩილების ვერაგული გეგმა ბოლო ფაზაში შევიდა დღეს საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა სხვა არაერთ საკვანძო საკითხთან ერთად, პირდაპირაა დამოკიდებული აჭარის ტელევიზიის დაბალანსებული, კრიტიკული და სახელმწიფოებრივად გამართული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე!
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქვეყნისთვის ეს უკიდურესად სახიფათო პროცესი და არ გაბედოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კრიტიკულად მოაზროვნე სარედაქციო ჯგუფის საქმიანობის შეფერხება!
მოვუწოდებ შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის საბჭოს და ეუთოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ განახორციელონ ყველა პრევენციული ზომა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების უხეში ჩარევის აღსაკვეთად!
მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას და, უპირველესად, აჭარის მკვიდრთ, ყველა სამართლებრივი გზით დავიცვათ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტთა კონსტიტუციური უფლებები!
აჭარის ტელევიზიის დამონებით “ოცნება” დაუფარავ ომს უცხადებს საქართველოს სწორი განვითარების პერსპექტივას!
გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!" - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

შეგახსენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს, უკვე ცნობილია, რომ უქმდება უფროსების მოადგილეების შტატები. ასევე დაწყებულია შიდა დისციპლინური წარმოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ. საქმე ეხება ერთი წლის წინ ენდიასთან ერთად მომზადებულ გადაცემას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი