ანტარქტიდაზე რეკორდული ტემპერატურა 20,75 C დაფიქსირდა

14 თებერვალი 2020, 13:40 2303 ნახვა

ანტარქტიდაზე პირველად დაფიქსირდა  ტემპერატურის 20 გრადუსამდე დათბობა, მას შემდეგ რაც ყინულის კონტინენტზე ტემპერატურის კონტროლი მიმდინარეოობს.

ბრაზილიელი მეცნიერი კარლოს შეფერი ამბობს, რომ არასოდეს უნახავთ მსგავსი სითბო ანტარქტიდაზე. მკვლევარი იქვე აღნიშნავს, რომ ტემპერატურა, რომელიც 9 თებერვალს დაფიქსირდა ძალიან მოკლე დროით შენარჩუნდა და არ გაგრძელებულა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ასევე რამდენიმე წამით მოხდა 18, 3 გრადუსამდე ტემპერატურის ფიქსაცია, თუმცა არც იმ შემთხვევაში ჰაერის ტემპერატურა ხანგრძლივად ამ ნიშნულზე არ შენარჩუნებულა.

მკვლევარი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რა ტენდენციები განვითარდება და რა შედეგი მოჰყვება ამას. მისივე განმარტებით, ეს გარკვეული სიგნალია, რომ კონტინენტზე რაღაც განსხვავებული ხდება.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ანტარქტიდაზე ტემპერატურა 3 გრადუსით გაიზარდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში აისბერგების მოწყვეტის პროცესის დაჩქარება დაფიქსირდა.

იანვარი ყველაზე თბილი თვე იყო ანტარქტიდაზე.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში