ლონდონი: კორონავირუსის გაჩერება მხოლოდ თვითიზოლაციას შეუძლია

14 თებერვალი 2020, 12:19 1706 ნახვა

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის გავრცელების დინამიკა მზარდია. ბრიტანელი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური თვითიზოლაციაა. ექიმების განმარტებით, პაციენტმა ეჭვის შემთხვევაში სასწრაფო უნდა გამოიძახოს და მედიკოსების მისვლამდე განმარტოვდეს, რადგან საფრთხეს უქმნის, როგოც  ოჯახის წევრებს, ისე გარეშე პირებს, რომლებიც შეიძლება სადარბაზოში ან ტრანსპორტში შეხვდეს მედპუნქტში მისვლამდე. 

ბრიტანეთში კორონავირუსის სულ 9 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ლონდონშიც.

9 თებერვალს, ქალს, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და გადაწყვიტა ტაქსით მისულიყო სამედიცინო დაწესებულებაში. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დიდი დისკუსია, რადგან საფრთხე გარეშე პირს შეექმნა, ამ შემთხვევაშ ტაქსის მძღოლს. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო კი სწორედ ამ ქცევის საწინააღმდეგო რეკომენდაციას იძლეოდა. დარეკეთ სასწრაფოში და დარჩით სახლში, უსაფრთხო ადგილას.

ექიმები ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტაქსის მძღოლი არ დაზარალებულა, მას სიმპტომები არ გამოუვლინდა, რადგან მგზავრობის დრო და მანძილი საკმაოდ მცირე იყო და მგზავრთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია. ამის მიუხედავად ტაქსის კომპანიამ დახურა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ავტომობილი გამოიძახეს, ჩათვალეს, რომ საფრთხე რეალური იყო.

ინფორმაციას: BBC ავრცელებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში