 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 14 თებერვალს, ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას, პირველ საშეჯიბრო დღეს, 5 სპორტსმენი დაიცავს: 57 კგ. წონით კატეგორიაში - ოთარ გოგავა, 65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 70 კგ - მირზა სულუხია , 79 კგ - ნიკა კენჭაძე და 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე. 
შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეება, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მიპოვა, აქედან 2 ვერცხლის მედალი - ლევან არაბულის და იური ლომაძის ანგარიშზეა, ხოლო  ბრინჯაოები ამირან შავაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვეს.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ორთაბრძოლების ნახვა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            