ქუჩა წყლისა და კანალიზაციის გარეშე

13 თებერვალი 2020, 20:31 1463 ნახვა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახები ისევ ინფრასტრუქტურული პრობლემების, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოგვარების მოლოდინში არიან. დახმარებას ითხოვენ აეროპორტის დასახლებაში, ევგენი მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებიც.

აქ მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი მიწისქვეშა სისტემაა, რის გამოც გარკვეული მონაკვეთები წვიმისას ისე იტბორება, რომ ხშირად გადაადგილება შეუძლებელია. ირწმუნებიან, რომ დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა უბანში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი