"რას უნდა ველოდე? 10 მარტს პატიმრობას" - ნიკა მელიას განაჩენი "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე პროკურატურამ გაასაჩივრა

13 თებერვალი 2020, 17:11 2385 ნახვა

პროკურატურამ ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილება ამ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის დეკემბერში მიიღო და ნიკა მელიას არასაპატიმრო სასჯელი დაუწესა. 

ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. ასევე აუკრძალა 3 წლით თანამდებობის დაკავება. 

"მოულოდნელად გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩაინიშნეს პროცესი. რას უნდა ელოდებოდე ან პატიმრობას 10 მარტს, ან უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული თადუმაძე დამხვდება და რას გადაწყვეტს, კაციშვილმა არ იცის. მოკლედ, ივანიშვილი ცდილობს, რომ ოპოზიციური ლიდერები სულ დაჭერის მოლოდინის რეჟიმში ამყოფოს, სინამდვილეში აქვს დაჭერების სერიები" - განაცხადა რუსთავი2 ნიკა მელიამ. 

 „ბანკ ქართუს“ გაკოტრების საქმე 2012 წელს გამოიძიეს. პროკურატურა მაშინ აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკის გაკოტრების სქემა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მას შემდეგ შეიმუშავა, რაც მან პოლიტიკაში წასვლის შესხებ გააკეთა განცხადება.

საგამოძიებო უწყების ვერსიით დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედეგბოდა. პირველ ეტაპზე,  ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. 

გამოძების ვერსიით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მაშინდელ ხელმძღვანელს, ნიკა მელია აუქციონის ჩაშლას უზრუნველჰყოფდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდიდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში