მძლეოსნები დარბაზის გარეშე და ვარჯიში ღია ცის ქვეშ

12 თებერვალი 2020, 20:04 1321 ნახვა

ბათუმელი მძლეოსნები  ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, თუმცა  არა დარბაზში, არამედ გარეთ, ღია ცის ქვეშ ვარჯიშობენ. სპორტის დედოფლად წოდებულ სახეობას აჭარაში დარბაზი არ გააჩნია. არ გააჩნია არც მძლეოსნური ბილიკი. სპორტსმენები ფიზიკურ  მომზადებას ტანვარჯიშის და ყინულის დარბაზებში გადიან, თუმცა მათთვის არასათანადო პირობებში.

ამჟამად ყინულის დარბაზი  უხვი ნალექის გამო დაკეტილია, ტანვარჯიშის კი გადატვირთულია. პირობები არ აქვთ, თუმცა აქვთ შედეგები საქართველოს მასშტაბით. ერთ კვირაში სპორტსმენები თბილისში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში