„ქართული ოცნება“ გაერთიანებულ ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს

12 თებერვალი 2020, 18:04 1194 ნახვა

დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას ურჩევს ოპონენტებს, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. მამუკა მდინარაძის თქმით, იგი იზიარებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოხმაურებების პათოსს და სიმწვავეს უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით თუმცა საქმის პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსესუსს უნდა მიაღწიონ.

პარლამენტის წევრი აცხადებს,რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს, გიგი უგალავა კი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლეს, ასეთ დანაშაულს კი  მდინარაძის აზრით,   ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში განსაკუთრებულად ებრძვიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი