ფოტოხაფანგმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მურა დათვი დააფიქსირა.
ზამთარს დათვი ძილში ატარებს, თუმცა თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს.
ასეთი ძილი, დაახლოებით, 4-6 თვე გრძელდება.