ბათუმში, გორგილაძის 94 ნომერში მაშველები გამოიძახეს - საქმე მერიას გადაეცა

11 თებერვალი 2020, 16:19 8625 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 94 ნომრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება შევიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მრავალსართულიან კორპუსში ბიძგები იგრძნო და ჭერიდან ბათქაშიც ჩამოიყარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილზე მივიდა, თუმცა ვერ იპოვა მოქალაქეების ის ჯგუფი, რომლებმაც საგანგებო სამსახურში შეტყობინება დატოვეს ან რაიმე ტიპის ბიძგები დააფიქსირეს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აჭარის მაუწყებელს დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული მისამართიდან შეტყობინება შევიდა, თუმცა ევაკუაციის საჭიროება არ იყო და საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ბათუმის მერიას.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. მათი პირველადი შეფასებით, კორპუსში რაიმე საეჭვო ან სახიფათო ვერ დააფიქსირეს, მათვე თქმით, სახლზე არსებული ბზარი ახალი არ არის და იგი სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. ირაკლი მოქია აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ სამაშველო სამსახურიდან დაზუსტებულ ინფორმაციას დაელოდებიან და ამის შემდგომ გადაწყდება დაინიშნება თუ არა საინჟინრო კვლევა.

ეს ის კორპუსია, სადაც 2017 წელს  სარდაფში ნავთობის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ახალაშენებული კორპუსის სარდაფში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობი ჟონავდა. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი