"არანაირი დათმობა ამ კრიმინალური მენტალობის ადამიანთან" - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილზე

10 თებერვალი 2020, 14:47 1668 ნახვა

"არანაირი დათმობა ამ კრიმინალური მენტალობის ადამიანთან არ გვექნება, საბჭოთა აზროვნების პოლიტიკას დაასრულებს ახალგზარდები და ჩვენ ვიქნებით მის ავანგარდში," - განცხადება მამუკა ხაზარაძემ სასამართლოსთან გააკეთა.  ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დათმობაზე არ წავა, რადგან მას არც გაკოტრების და არც წასვლის ეშინია. 

"ბიძინა ივანიშვილი ჩქარობს და ჰქონია, რომ როგორც მას ეშინია ყველაფრის დაკარგვის, ჩვენც ასევე გვეშინია. მაგრამ, ჩვენ ამის გვეშინია, არც  წასვლის, არც ასეთი მოგონილი სასამართლოების გვეშინია... არც ბანკროტობის, რადგან სამჯერ გავბანკროტდით და სამივეჯერ ავაშენეთ მსოფლიო დონის ბიზნესი. არ გვეშინია და არანაირი დათმობა ამ კრიმინალური მენტალობის ადამიანთან არ გვექნება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა ქვეყანა, "ქართულ ოცნებას" დაუკარგა შინაარსი. მე მას ვეუბნები, მისი აზროვნების პოლიტიკა დასრულდება და არასოდეს მიუბრუნდება მას ქართველი ხალხი.  უნდა ვიაროთ წინ და უზარმაზარ ახალგაზრდულ ენერგიას, ახალგაზრდა სუფთა ადამიანებს მივცეთ საშუალება მართონ ეს ქვეყანა. 

ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი, მოვიდა ახალი თაობა, რომელიც დამოუკიდბელ საქართველოში დაიბადა და ეს უდიდესი ამბავია. ჩვენ ამ წარსულს უნდა ვუთხრათ უარი, ახალგაზრდების დრო დადგა, ახალგაზრდა ტალანტებს უნდ ამივცეთ გზა, სწორედ ასეთი ახალგაზრდები შექმნიან ახალ საქართველოს და ჩვენ ვიქნებით ამის ავანგარდში.

საქართველოში სისტემა არ შეცვლილა საბჭოთა კავშირიდან, წინა მთავრობიდან და მოქმედი მთავრობის დროს, ეს სისტემა არის ძალადობრივი და ის მართლა უნდა დავასრულოთ," - განაცხადა პარტია - "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი