2019 წელს საქართველოს გლობალური შიმშილის ინდექსში ჰქონდა 9.2 ქულა. ეს მაჩვენებელი 2010 წელს 8.4 ქულას შეადგენდა. ინფორმაციას ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებს.
ორგანიზაცია საზოგადოებაში ბავშვთა სიღარიბის თემაზე გამოთქმულ, მოსაზრებებს ეხმიანება და შეხედულებებს შეეხება და აღნიშნავს, რომ ციფრებით მანიპულირება, ვერც პრობლემას აგვარებს და ვერც ბავშვებს შველის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 77,000 ბავშვი შიმშილობს, საიდანაც 300 ყოველწლიურად იღუპება. განმარტებას მოითხოვს, თუ რა მდგომარეობა იგულისხმება „შიმშილის“ ქვეშ და აქვს თუ არა ადგილი საქართველოში 77,000 ბავშვის შიმშილს. უწინარეს ყოვლისა, აღნიშნულის დასადგენად სახელმძღვანელო მონაცემს წარმოადგენს სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკა. სააგენტოს 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა: 0-6 წლამდე პირები - 46 300 და 6-18 წლამდე პირები - 103 913. მთლიანობაში - 150,213 არასრულწლოვანი, სააგენტოს 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი შეადგენდა: 149,857 არასრულწლოვანი. კერძოდ, 0-6 წლამდე პირები - 47 314 და 6-18 წლამდე პირები - 102 543.
ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის არ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმ ხარისხში განხილვა, რომელიც მეტყველებს განსხვავებულ სინამდვილესა და დინამიკაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია საზოგადოებას საკითხზე შესწავლის ტენდენციებს სთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა გლობალური შიმშილის ინდექსის მონაცემი საქართველოსთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის მონაცემით, საქართველო იკავებს 39-ე ადგილს 117 მონაწილე სახელმწიფოდან.
უპირველეს ყოვლისა, ყოველი სახელმწიფოსთვის განსასაზღვრი ღირებულება ეფუძნება ოთხ ფაქტორს:
● კვების ნაკლებობა: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება;
● ბავშვის შიმშლის დონე: 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები;
● ბავშვის ზრდის შეჩერება: ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები;
● ბავშვის სიკვდილიანობა: 5 წლამდე სიკვდილიანობა;
საქართველო, ამ თვალსაზრისით და დასახელებულ კომპონენტებში, შემდეგი მონაცემით გამოიყურება და 9.2 ქულით, საქართველო ხვდება შიმშილის დაბალი კატეგორიის მაჩვენებელში:
2019 წელს (2014-2018 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 9.2 ქულა;
2010 წელს (2008-2012 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 8.4 ქულა;
2005 წელს (2003-2007 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 10.4 ქულა;
2000 წელს (1998-2002 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 14.5 ქულა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მონაცემებზე, რომელიც უფრო კონკრეტულ მონაცემს შეიცავს დასახელებულ ოთხ კომპონენტთან მიმართებით:
კვების ნაკლებობა: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება;
2019 – 7.9%
2010 – 7.7%
2005 – 7.2%
2000 – 13.5%
ბავშვის შიმშილის დონე: 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები:
2019 – 4.3%
2010 – 1.6%
2005 – 3.0%
2000 – 3.1%
ბავშვის ზრდის შეჩერება: ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები:
2019 – 10.5%
2010 –11.3%
2005 –14.6%
2000 –16.1%
ბავშვის სიკვდილიანობა:
2019 – 1.1%
2010 – 1.7 %
2005 – 2.4%
2000 – 3.5%