ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ფხენიანში დაფიქსირდა

07 თებერვალი 2020, 14:03 1897 ნახვა

ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 31 ათასს 300 ადამიანს აჭარბებს, დაიღუპა 636. კარანტინში 186 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.  

ინფიცირების ყველაზე მეტი  შემთხვევა - 22 100  ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი, იქ დაღუპულთა რიცვმა  უკვე 618 ადამიანს მიაღწია.  

პეკინში ინფიცირების 274 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა ერთი დაავადებული. კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ კორეაში დაფიქსირდა. ვირუსი ფხენიანის მკვიდრს დაუდგინდა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჩინეთში იმყოფებოდა.

იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფ საკრუიზო ხომალდ „დაიამონდ ექსპრესის“ ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 61 ადამიანი შეადგინა. აქამდე დაავადებულთა რიცხვი 20-ს შეადგენდა.

საკრუიზო გემი კარანტინში იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან იმყოფება. ხომალდის ბორტზე 3 ათას 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში