ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

07 თებერვალი 2020, 10:38 1054 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის ღირსებას დაიცავს.კონტინენტის პირველობა 10-16 თებერვალს რომში გაიმართება.

გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 9 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: ოთარ გოგავა, ბექა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მირზა სხულუხია, ავთანდილ კენჭაძე, ნიკა კენჭაძე, დათო მარსაგიშვილი, ირაკლი მწითური, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში