პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება. პროექტი 6 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება, მათ შორის ქობულეთის კოლეჯ „ახალ ტალღაში“.
სიახლე დღეს ქობულეთში პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ გააცნო. პროექტი პირველ ეტაპზე, მოიცავს 6-პროგრამას: სასტუმრო საქმე, ლოჯისტიკა, სარკინიგზო გადაზიდვები, მეტყევეობა, ვებ-ტექნოლოგიები და ტოპოგრაფია. პროგრამაზე, პედაგოგები, ღია კონკურსის წესით შეირჩა. ვორქშობს ამ ეტაპზე 25-პედაგოგი გაივლის.