სოციალური გიგანტები ფოტოშოპის წინააღმდეგ - Google დამუშავებულ ფოტოებს ამოიცნობს

06 თებერვალი 2020, 15:23 3122 ნახვა

Alphabet-ი, რომელიც Google-ის შვილობილი კომპანიაა, ფოტოზე დაფოტოშოპებულის ამოცნობის ფუნქციას ამატებს.

სიახლის საშუალებით ადამიანები დეზინფორმაციას ამოიცნობენ მაშინაც კი, თუ ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქნება დამუშავებული.

ფოტოშოპით დამუშავებულის ამოსაცნობად სპეციალური აპლიკაცია კალიფორნიის და იტალიის უნივერსიტეტებში შექმნეს, ის 7 დეტექტორისგან შედგება. აპლიკაცია გამოააშკარავებს ფილტრებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ობიექტებს და ფოტომონტაჟს.

მსგავსი აკრძალვა უკვე ფეისბუქზე და ინსტაგრამზე ამოქმედებულია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი