როგორ ერთობიან თბილისელი დათვები ზოოპარკში

05 თებერვალი 2020, 18:09 2514 ნახვა

​თბილისის ზოოპარკმა, ახალი წლის შემდეგ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჩიჩილაკები არ გადაეყარათ არამედ ზოოპარკში დათვებისთვის მიეტანათ. 

,,პირველ რიგში სპილოსხელა მადლობა თქვენ, დათვებმა სულ სხვაგვარად მოილხინეს. ვერ გეტყვით, რომ ცას სწვდებოდა მათი კრიმანჭული და ხასანბეგურა, მაგრამ ზრიალი კი გაუდიოდა მიწას. მოვუკაზმეთ გაფუებული ჩიჩილაკები ლოყაწითელი ვაშლებით, სტაფილოებითა და ბუთქუნა სკუმბრიებით და შევუბრძანეთ დიდი ზარ-ზეიმით. ზოგმა ხილ-თევზეული ჩამოგლიჯა, ზოგმა გაბრდღვნა და თავზე დაიყარა, ზოგმა გაფანტა და შიგ იკოტრიალა, ზოგმაც ბუნაგში გააქანა და სავარაუდოდ, თავქვეშ ამოიდო" - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი