მებაჟე ოფიცრებმა, „სარფში“ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები აღმოუჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.