საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა. 4-7 თებერვალს დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.