''არ აჰყვეთ პანიკას'' - დაავადებათა კონტროლი

01 თებერვალი 2020, 11:00 2399 ნახვა

არ აჰყვეთ პანიკას - ასე მოუწოდებს მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე. სოციალურ ქსელებში   გამოქვეყნებულ ხმოვან ჩანაწერში საუბარია, რომ ვირუსის გამო საქართველოში მდგომარეობა გართულდება.  

უწყებაში ამას დეზინფორმაცია, დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო ქმედება უწოდეს, რადგან ამ დრომდე ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ამბობენ, რომ სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი