ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს უზრუნველყოს სანდო საარჩევნო სისტემა

31 იანვარი 2020, 18:12 1475 ნახვა

ოპოზიცია, ფიქრობს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პირდაპირი საფუძველია არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების. ასამბლეა სამწუხარო ფაქტად აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. რეზოლუციაში, რომელიც ევროპის საბჭოში მიიღეს წერია, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ სისტემით, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად მხარს უჭერს ოპოზიციაც.

დოკუმენტიდან ამოღებულია სიტყვა „პროპორციული“. რეზოლუციის ეს ჩანაწერი დღეს შეფასებების საგანი იყო.  ოპონენტები "ქართულ ოცნებას" ვალდებულებებს ახსენებს და ოპოზიციასთან კონსესუსისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში