გასულ წელს აჭარაში 1200-ზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა-საქსტატი

31 იანვარი 2020, 13:30 1566 ნახვა

საქართველოში 2019 წელს გაცემულია მშენებლობაზე 10 749 ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტია. ჯამში ნებართვები გაიცა 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობანა-გებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ნებართვების 48, 8% თბილისში, 11,7% აჭარაში, 10,6%-კი ქვემო ქართლის რეგიონში დაიცა.

საქსტატის მონაცემებით, ნებართვები ძირითადად გაიცემოდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობი და 2508 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი