ინდოეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

30 იანვარი 2020, 14:01 2409 ნახვა

ინდოეთში ახალი  ჩინური "კორონავირუსის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კალერას შტატიდანაა, რომელიც სასწავლებლად უხანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ჩინეთში 170 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობამ კი 7 ათასს გადააჭარბა.

31 დეკემბრიდან  დაავადების ექსპორტი მოხდა 16 ქვეყანაში. მათ შორის დღეს დაფიქსირდა ახალი შემთხვევები იაპონიაში. კორონავირუსი დადასტურდა სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ტაილანდში, აშშ, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში,  არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში