პოლიციელს ხელითაც არ შეხებია, უთხრა რომ ფორმას გახდის, ეს არა რის დანაშაული - შს მინისტრი

28 იანვარი 2020, 13:38 1903 ნახვა

"ორმაგი სტანდარტები გაქვთ ჟურნალისტებს, როცა აქციებზე ვაკავებთ ადამიანებს, სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, მეკითხებით რატომ დააკავეთ პარლამენტთან აქციაზე ადამიანი, რომელმაც შემოახია, შეურაცხყოფა მიაყენა, ზოგმა ხელი ჰკრა პოლიციელს. ეს (საუბარია ლევან იზორიას ძმაზე, კიტა იზორიაზე) ხელითაც არ შეხებია, როგორც მახსოვს უთხრა პოლიციელს, რომ ფორმას გაგხდიო" - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ჟურნალისტი: ეს არ არის დანაშაული? მე შემიძლია, როგორც რიგითმა მოქალაქემ ეს ვუთხრა პატრულს, ასე ველაპარაკო? 

ვახტანგ გომელაური: "ეს დანაშული არ არის, უარესებიც ხდება, ​​რა თქმა უნდა ეს არ არის გამართლებული, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასეთ რამეზე ადამიანს არ აკავებ და ვიდეოში მანამდე რა ხდება ვიცით, იქნებ პატრული აყენებს შეურაცხყოფას?''.

მინისტრი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პიროვნულად ის ქმედება, როგორც მოიქცა ყოფილი მაიორი. ვახტანგ გომელაურის თქმით, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც ოჯახის მტკიცებით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა. 

კითხვაზე, რატომ ჰქონდა და ვინ მისცეს კიტა იზორიას საბუთი (ნარუშილოვკა), რომელიც ავტომობილის მფლობელს აძლევს აკრძალულ ადგილებზე პარკირების, ასევე გადაადგილების უფლებას და ა.შ. მინისტრი ამბობს, რომ მას არ მიუცია. 

გომელაურის განცხადებით, იზორიას მძღოლი არავის უფროსი არ არის, ამ კითხვის დასმა კი აბსურდია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში