საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გალში

11 დეკემბერი 2023, 11:48 662 ნახვა

ოკუპანტის მორიგი მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი თემურ კარბაიას დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, რადგან, როგორც ლევან იოსელიანი წერს, სწორედ მეზობელი ქვეყანა ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. ოკუპირებულ გალის რაიონში თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა 2 დღის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. იგი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში