მაღალმთიან აჭარაში გზებზე, მძღოლების მოცურებისგან დასაცავად ტექნიკური მარილის ნაცვლად ქვიშას ყრიან

27 იანვარი 2020, 20:51 2074 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გზებზე, მძღოლების მოცურებისგან დასაცავად ტექნიკური მარილის ნაცვლად ქვიშას ყრიან. ირწმუნებიან, რომ ეს აპრობირებული მეთოდია და ასე იყო გასულ წლებშიც. მიუხედავად აპრობირებულად მიჩნეული მეთოდისა, წელს პირველად გადაწყვიტეს რომ ე.წ. მარილიც იყიდონ. შესყიდვა ჯერ არ განუხორციელებიათ. მაღალი ზონის სოფლებში მესამე დღეა თოვლით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. გაუწმენდავი რჩება სოფლების ცენტრთან დამაკავშირებელი გზები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში 18 სოფლის გზა. პარალელურად მოძრაობას აფერხებს ლიპყინული. ამის გამო სკოლის ავტობუსებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე მოძრაობა უჭირთ. საბავშვო ბაღებში კი აღსაზრდელების გამოცხადება თითქმის განახევრებულია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ტექნიკა საკმარისია და  ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი