კიდევ ერთხელ დატბორილი ქალაქი

16 სექტემბერი 2016, 00:00 4256 ნახვა

ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში წყალი აღარ დგას. ინფორმაცია შპს “ბათუმის წყლის” წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ  მოგვაწოდა. ძლიერმა წვიმამ დღეს თითქმის მთელი ქალაქი დატბორა. უკვე მერამდენედ  განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ჭაობის დასახლებაში. ასევე  ლერმონტოვის,  ფარნავაზ მეფის, ლუკა ასათიანის, პუშკინისა და  გიორგი ბრწყინვალის  ქუჩებზე. იქ    სანიაღვრე არხები  და ჭები დღის განმავლობაში იწმინდებოდა.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში