ქალაქ უხანში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე უსაფრთხოდაა-ჩინეთში საქართველოს ელჩი

25 იანვარი 2020, 13:02 1979 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

მისი თქმით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და მედიკამენტებიც საჭიროების შემთხვევაში. ამ ქალაქში დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ყოფნა მოუწევთ“, – განმარტა არჩილ კალანდიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში