ბათუმის პიაცაზე, სამხედრო ფიცი 64-მა ახალწვეულმა დადო. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადაში ჩაირიცხებიან და 1 წლის განმავლობაში იმსახურებენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცის დადებამდე საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი კურსი გაიარეს.

ახალწვეულებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალ მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა.