სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 23 იანვარს, მისი ციხეში შესვლის ინფორმაციის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა და სამარცხვინო, რაც ხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე კრიტიკული ანგარიში წარადგინა.
„არ ვიცი, რატომ დაკარგა იუსტიციის მინისტრმა სახე და რატომ სჩადის დანაშაულს“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
"პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ჩემი შეხვედრის დეტალების შესახებ. ვფიქრობ, რომ მომხდარი არის დანაშაული სახალხო დამცველის წინააღმდეგ; დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს. სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი ზემოქმედება არის დასჯადი. ვფიქრობ, რომ ეს არის თემა და ეს უნდა იყოს განსახილველი საკითხი“, - თქვა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის" ეთერში.
ამბუდსმენის თქმით, პენიტენციური სამსახური თეა წულუკიანის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად ის მინისტრის სისხლის სამართლის საქმის დაყენებას აპირებს, მიაჩნია, რომ ეს წულუკიანისგან ობუდსმენის ინსტიტუტზე მორიგი თავდასხმაადა წულუკიანი აგრძელებს მის თვალთვალს. სახალხო დამცველი მომავალ კვირას სტრასბურგში გეგმავს გამგზავრებას, სადაც ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.
დღეს, 23 იანვარს, პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ინფორმაცია ომბუდსმენის შეხვედრების შესახებ.
სახალხო დამცველს ანგარიში პარლამენტში 21 იანვარს წარადგინა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ესწრებოდა. სხდომა პარლამენტში ხმაურიანი გამოდგა, რადგან ნინო ლომჯარიას, ანგარიშის წარგდენის შემდეგ, თეა წულუკიანმა მას არაკომპეტენტური უწოდა და სხდომაზე ვიდეოები წარმოადგინა, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლების ციხეში ვიზტებს ასახავდა. მესამე სექტორმა ვიდეოების გავრცელება არაკანონიერად შეაფასა.