2019 წელს საქართველოში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაცვლილია 481 ადამიანი

23 იანვარი 2020, 12:07 1753 ნახვა

5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა გასულ წელს. დაიღუპა 481 ადამიანი, დაშავებული კი 7 921-ია. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაზრდილია. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. დაშავდა 853 ადამიანი.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. 

 

(ფოტო/არქივი)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი