ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი

16 სექტემბერი 2016, 00:00 4211 ნახვა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას. პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროექტის განხორციელება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში