ქობულეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორია სადაც ყოველდღიურად მოსწავლეები გადაადგილდებიან დანაგვიანებულია

21 იანვარი 2020, 18:29 2101 ნახვა

ქობულეთში, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან მოსწავლეები.  ნარჩენებია  ასევე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ავტოსამრეცხაოებია მოწყობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ  მანქანებს სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით რეცხავენ, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო კი ქუჩები იტბორება.

  ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და დასუფთავება მათი ვალდებულება არ არის, ამიტომ მესაკუთრეებს აფრთხილებენ, რომ არ დაანაგვიანონ ტერიტორია, თუმცა სამრეცხაოების თანამშრომლები თავიანთ ბრალეულობას გამორიცხავენ. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა არაა.  აღსანიშნავია, რომ  ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, სანდასუფთავების ბრიგადები ადგილზე მივიდნენ და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. თუმცა ამბობენ, რომ მათი ვალდებულება არ არის და მხოლოდ კეთილი ნება გამოხატეს.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი