ვფიქრობ, 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას - თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 16:44 1746 ნახვა

"2020 წლის არჩევნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარისას.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში და დაელოდება უმრავლესობის გადაწყვეტილებას. 

მისივე განმარტებით თუ "ქართული ოცნების" სურვილი იქნება, აპირებს პოლიტიკაში მათთან ერთად დარჩეს.

"დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. მანამდე მე პირადად ვაპირებ, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩავერთო. მე მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ამავდროულად ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ. სწორედ ამას ვაპირებ, რადგან მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში წარსულის დაბრუნება არ დავუშვა.

მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა გაისად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიერ იქნება მართული,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღნიშნულ განცხადებამდე, თეა წულუკიანმა დღეს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა მას და მის გუნდს იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი