ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა 

20 იანვარი 2020, 12:05 1740 ნახვა

ბათუმში რამდენიმე ქუჩა, წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების გამო გადაკეტილია. როგორც  მერიაში ამბობენ, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მეოთხე ფაზა მიმდინარეობს და იგი ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე არსებულ ტერიტორიას მოიცავს.

ამ ეტაპზე ჩაკეტილია ფიროსმანი, ლეონიძე, ბაგრატიონის და გაგარინის ქუჩების ნაწილი.

სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.  პროექტი, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება  60 მილიონი ლარია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი