ხელვაჩაურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული კაცი მკურნალობას თბილისში გადის. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება. სამედიცინო დაწესებულებაში მას საჭირო კვლევები ჩაუტარდა და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.
სოფელ შარაბიძეებში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. 31 წლის მამაკაცი კი დაშავდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო.