,,ბათუმის კონცხზე’’ დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

18 იანვარი 2020, 12:06 1467 ნახვა

,,ბათუმის კონცხზე’’ დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის პროტესტი გრძელდება.   ,, მწვანე მომავალი’’ ,, საზოგადოება ბათუმის’’ წევრებთან ერთად 16:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე მომხსენებლები ე.წ რივიერას ტერიტორიის განაშენიანების ისტორიაზე ისაუბრებენ. თუ რატომ არ უნდა აშენდეს ცათამბჯენები აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა ზიანს მიაყენებს ქალაქსა და საზოგადოებას.

,, არა ბათუმის ჩაბეტონებას’’’ ამ ლოზუნგით კი 20 იანვარს   თბილისში აქციას აანონსებენ. ორგანიზატორების თმით, ბათუმის რივიერაზე ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივს ინტერესსს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი