ბათუმში ზამთრის თასის მონაწილე 4 გუნდის შემადგენლობა ცნობილია

16 იანვარი 2020, 18:14 1720 ნახვა

ბათუმში გასამართ "ზამთრის თასზე" ლეგენდების ტურნირში მონაწილე ოთხი გუნდის შემადგენლობა ცნობილი გახდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის ‘’ზამთრის თასი ‘’ 18-19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. 19 იანვარს ბათუმელი გულშემატკივარი წარსულში ცნობილი ფეხბურთელებს იხილავს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან. 

ბათუმში ჩამოვლენ  წარსულში ცნობილი ფეხბურთელები: ალან ჟირესი, მილენკო აჩიმოვიჩი, ლუის მილა, ხოსე კამპო, ხოსე ამავისკა, ივან კამპო, რუსლან როტანი, ვიტალი რევა, ვიაჩესლავ შევჩუკი, მეჰმეტ აურელიო, ვოლქან არსლანი, ჰასან კაბზე, ემრე აშიქი და სხვები.

ამ დროისთვის მხოლოდ ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და უეფას გუნდების შემადგენლობებია ცნობილი. 

თურქეთი: თუნჯაი შანლი, ევრენ თურჰანი, მეჰმეთ აურელიო, ჰასან კაბზე, ვოლქან არსლანი, ჯიჰან ჰასპოლატლი, ემრე აშიქი, სერჰათ ჩიჩეკი, ფებზი ელმასი, ომერ ჰაჩისალიჰოღლუ, ერსოი უჩტუ.

ესპანეთი: ხუან სანჩესი, ვისენტე როდრიგესი, სალვა ბალესტა, ხუან გარსია, ფრანსისკო ხოსე კარასკო, ფერნანდო გინერ გილი, ლუის მილა, ივან კამპო, ხუან კარლოს იგლესიასი, ხოსე ამავისკა, რუბენ დე ლა რედი, რიკარდო ფერერასი, ხოაკინ რეტამოსა, პედრო კონტრერასი, ხესუს ანხელ პარედესი.

უკრაინა: ოლეგ სობურსკი, ვიტალი რევა, ბოგდან შერშუნი, ედუარდ ციხმეისტრუკი, ანდრეი დონეცი, ვიტალი მანძიუკი, ალექსი ბელიკი, ვოლოდიმირ ეზელსკი, მიკოლა იშჩენკო, ანდრიი ხომინი, რუსლან როტანი, ვიაჩესლავ შევჩუკი, ვლადისლავ ვაშჩუკი.

უეფა: ალენ ჟირესი, ჟან-ფრანსუა დომერგი, მილენკო აჩიმოვიჩი, ილია კიტიჩი, იანიკ რაბუ, იოჰან ბლეტონი, ჯოზეფ ზაჰორსკი, ალეკს ჰიგინსკი, ნიკოლა ბელზიტი, იოჰან ფრიცშოლცი.

ჯერ ჯერობით უცნობია რა შემადგენლობით იქნება მასპიძელი საქართველოს ნაკრები. ასევე უცნობია თუ რა შემადგენლობით ჩამოვა ფიფას გუნდი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ფიფას გუნდში იყოს ევრო 2004 -ის გამარჯვებული ანგელოს ხარისტეასი. ბერძენი ფორვარდი ევრო 2020 ის ელშია.

ზამთრის თასის ფარგლებში 18-19 იანვარს 15 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირიც ჩატარდება. რაც შეეხება ლეგენდათა ტურნირს ის 19 იანვარს 13:30 საათზე გაიხსნება თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებით.

ფინალური დაპირისპირება კი 19:00 საათზეა ჩანიშნული. ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს ონლაინ TKT.ge-ზე 14 იანვრიდან შეეძლება. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, ბათუმის ახალი სპორტის სასახლის სალაროებში 18 იანვრიდან დაიწყება. ტურნირის ყველა მატჩზე დასასწრები აბონიმენტის ფასი 2 ლარს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში