საკადრო ცვლილება აჭარის მთავრობაში

15 სექტემბერი 2016, 00:00 4138 ნახვა

დღეიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძვანელებს. ის ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელი იყო. ახალმა ხელმძღვანელმა დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნუგზარ სურმანიძე აჭარაში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი გახდა. ის 8 ოქტომბრის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს. მას შემდეგ რაც ლევან გორგილაძე მინისტრი გახდა, ვაკანტური გახდა პირველი მოადგილის პოზიციაა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი