27 ცვლილება საარჩევნო კოდექსში - რა იცვლება

15 იანვარი 2020, 15:00 1421 ნახვა

27 ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ცვლილებებს ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. მმართველი პარტია კი  პოზიტიურად. რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ცვლილებით საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება.

ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა მოიცავს არა სრულ საარჩევნო პერიოდს, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს. ცვლილებებით ასევე შესაძლოა აიკრძალოს  პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში