ლობიო, მჭადი და პრასი - გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ოპოზიციამ კალანდობა ''მიულოცა'' 

13 იანვარი 2020, 17:34 4049 ნახვა

გურიაში ჩასულ პრეზიდენტს, რომელმაც კალანდობის აღნიშვნა გურიის ერთ-ერთ სოფელში, სახლ-მუზეუმში დააანონსა, ოპოზიციის წევრები ლობიოთი და პრასით ესტუმრნენ. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ლობიოს და კეცის მჭადის მირთმევას და გურიაში არსებულ სიღარიბეზე საუბარს  გეგმავენ. 

"საქართველოს ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიბრძანდება რადიანის სახლ-მუზეუმში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისი საყვარელი ლობიო, პრასი და მჭადი მოგვეტანა. გვსურს პრეზიდენტს შევხვდეთ და გადავცეთ ჩვენი ნობათი, ვუთხარით ის, რასაც გურულები ფიქრობენ. შეიძლება დღეს მეფურ სუფრაზე მოილხინოს, მაგრამ გურიის უმეტესობა დაცლილია მოსახლეობიდან, დარჩენილ ადამიანებს კი ელემენტარული ლობიოც შეიძლება არ ქონდეს სახლში" - ამბობს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, დავით მჟავანაძე. 

ლობიოს ძღვენით მისული ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტმა კალანდობის ტრადიცია შეურაცხყო, რადგან სოფლის მესვეურებს ღამის 12 საათის ნაცვლად, მისი აღნიშვნა 6 საათით ადრე სთხოვა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვია.  ღონისძიებას "კალანდა 2020" დაესწრება, რომელიც ტრადიციულად სოფელი დვაბზუში, შალვა რადიანის მუზეუმი გაიმართება

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი