ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია!
ფიგურულ ციგურაობაში გამართულ შეჯიბრში, ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 59.14, თავისუფალ პროგრამაში 98.15, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 157.29 ქულა დააგროვა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა.