სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა ბრალი წარედგინა

10 იანვარი 2020, 17:15 1947 ნახვა

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ''რადიო თავისუფლება'' ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაშა ჩიქოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. იგი ყვება, რომ 2014 წლიდან დღემდე, 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მიუხედავად იმისა, ყოფილი ქმრისგან მუქარა არ წყდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი