მამა ანდრია სარია დეკანოზ მამალაძის საქმეზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს

10 იანვარი 2020, 14:08 1254 ნახვა

საპატრიარქოს ადანაშაულებს და მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს კიდევ ერთი სასულიერო  პირი. მამა ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს  საპატრიარქოსა და სინოდის კონკრეტული წევრების პირად ტყვედ ასახელებს.

მღვდელ-მონაზონი  ანდრია სარია გლდანის ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზს გუშინ შეხვდა და  აზიარა. მამალაძემ    სახალხო დამცველთან შეხვედრის  შემდეგ  შიმშილობა შეწყვიტა. როგორც იცით პრეზიდენტმა იგი საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავად მეორედ არ შეიწყალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში