ხულო ზარზმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით , ნაციონალური მოძრაობას ინფორმაცია არ მიაწოდეს - ამის შესახებ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა განაცხადა. ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა - კონკრეტულად დაიწყო თუ არა სამუშაოები ამ მონაკვეთზე? თუმცა, მისი მტკიცებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ხარაზის თქმით, დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ სამუშაოები 2018 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა მშენებლობის პროგრესი არის სუსტი, რა სამუშაოები ჩატარდა ამ ეტაპზე უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
განახლებული: