საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემური პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშავებენ, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
„წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.
დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფოტო: on.ge