უცხოურ კომპანიას დასაქმებულები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

08 იანვარი 2020, 20:30 2615 ნახვა

14 საათის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დაცვა სიცივეში - ასეთ პირობებზე ქობულეთი-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული დაცვის თანამშრომელი საუბრობს. მას პრეტენზია აქვს მისი სამუშაო ადგილის შეცვლის და განსხვავებული ანაზღაურების გამოც.

ირწმუნება, რომ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სახეზეა დისკრიმინაცია. ბრალდებებს არ იზიარებენ დამსაქმებელ კომპანიაში. სააქციო საზოგადოება „ფოლათ იოლში“ კონკრეტული პირის სხვა პოზიციაზე გადაყვანის მიზეზად როტაციას ასახელებენ.

ღამის დარაჯის მთავარ ფუნქციად სიფხიზლეს მიიჩნევენ, დასასვენებლად და გასათბობად კი ისევ მძიმე ტექნიკაში მოთავსებას სთავაზობენ.  ბრალდებების და პირობების შესწავლა აჭარის პროფკავშირებმა უკვე დაიწყო.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი